მიმტანი
03-09-2026 - 03-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ კანდიდატებს მიმტანის პოზიციაზე.

თუ გიყვარს იტალიური სამზარეულო და კულტურა, კარგი ყავა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
  • ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
  • კვებას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს

სამუშაო პირობები
გრაფიკი: კვირაში 5 დღე

  • I ცვლა - 09:00-17:00
  • II ცვლა - 16:00-00:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7

ძირითადი მოვალეობები

  • სტუმრების დახვედრა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომსახურება;
  • მენიუში წარმოდგენილი კერძებისა და სასმელების, მათი შემადგენლობისა და მომზადების წესის ცოდნა;
  • სტუმრისთვის კერძებისა და სასმელების რეკომენდაცია, შეკვეთის მიღება, სისწორის გადამოწმება და დროული მიწოდება;
  • შეკვეთების დროული და ზუსტი გადაცემა სამზარეულოსა და ბარისთვის;
  • მაგიდების, ჭურჭლისა და საჭირო ინვენტარის მომზადება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • ჩეკების მომზადება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
  • სტუმრის უკმაყოფილების ან ჩივილის შემთხვევაში მენეჯმენტის ინფორმირება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
ბარცენტრალე