ფოტო
მიმტანი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-07 - 2026-11-07
იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ კანდიდატებს მიმტანის პოზიციაზე.თუ გიყვარს იტალიური სამზარეულო და კულტურა, კარგი ყავა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!ჩვენ გთავაზობთჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებითტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისასკვებასკონკურენტულ ანაზღაურებასსტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოსპროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობასშიდა კორპორატიულ ფასდაკლებებსსამუშაო პირობებიგრაფიკი: კვირაში 5 დღეI ცვლა - 09:00-17:00II ცვლა - 16:00-00:00სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7ძირითადი მოვალეობებისტუმრების დახვედრა და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომსახურება;მენიუში წარმოდგენილი კერძებისა და სასმელების, მათი შემადგენლობისა და მომზადების წესის ცოდნა;სტუმრისთვის კერძებისა და სასმელების რეკომენდაცია, შეკვეთის მიღება, სისწორის გადამოწმება და დროული მიწოდება;შეკვეთების დროული და ზუსტი გადაცემა სამზარეულოსა და ბარისთვის;მაგიდების, ჭურჭლისა და საჭირო ინვენტარის მომზადება და სისუფთავის უზრუნველყოფა;ჩეკების მომზადება და ანგარიშსწორების პროცესის მართვა;სტუმრის უკმაყოფილების ან ჩივილის შემთხვევაში მენეჯმენტის ინფორმირება.ჩვენთვის მნიშვნელოვანიამსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად;ინგლისური ენის ცოდნა;მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება;გუნდური მუშაობის უნარი.თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.გისურვებთ წარმატებას!