პიცაიოლო
03-09-2026 - 03-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ პიცაიოლოს.

თუ გიყვარს, იტალიური სამზარეულო და კულტურა, განსაკუთრებით პიცა, აფასებ ხარისხს და გინდა, გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
  • კვებას
  • ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს

სამუშაო პირობები

გრაფიკი: 15:30-23:30, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7

ძირითადი მოვალეობები

  • საღამოს სერვისის დროს პიცის სექციის მომზადება და მართვა;
  • პიცის მომზადება და გამოცხობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • პიცის სექციასთან ერთად ანტიპასტისა და ცივი სექციის მართვა და საჭირო პროდუქციის წინასწარი მომზადება (Mise en place);
  • ცომის წინასწარი მომზადება ფერმენტაციის, აფუებისა და ხარისხის კონტროლის შესაბამისად;
  • პიცის, ყველის, ტოპინგებისა და ცივი სექციის პროდუქციის მარაგების კონტროლი;
  • შეკვეთების მომზადების დროის შესაბამისი კოორდინაცია ცხელი სამზარეულოს სექციასთან;
  • მცხობელის დასვენების დღეებში მისი ძირითადი ფუნქციების სრულად შესრულება;
  • პიცისა და ცივი სამზარეულოს სექციის სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია

  • პიცაიოლოდ მუშაობის გამოცდილება;
  • პიცის ცომის მომზადების, ფერმენტაციისა და აფუების პროცესების ცოდნა;
  • სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
  • სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
ბარცენტრალე