იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ დამხმარე მზარეულს.
თუ გიყვარს კულინარია, ხარისხიანი პროდუქტი, იტალიური სამზარეულო და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- კვებას
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 12:00-20:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები
- მზარეულისა და უფროსი მზარეულის დახმარება პროდუქციის მომზადებასა და მარტივ კულინარიულ პროცესებში;
- ლანჩის სერვისის მხარდაჭერა 12:00 საათიდან;
- ბოსტნეულის მომზადება, პორცირება, გარნირების მომზადება და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება (Mise en place);
- ლანჩის დასრულების შემდეგ სამუშაო სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის მარაგების შევსება;
- სამზარეულოს სივრცის მომზადება ვახშმისთვის სერვისისთვის;
- დატვირთული პერიოდის დროს შეფისა და პიცაიოლოს მხარდაჭერა;
- მარტივი კერძების პრეზენტაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- სამუშაო სექციის საჭირო პროდუქტებითა და ინვენტარით დროული შევსება;
- სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესის წარმართვა შეფ-მზარეულის, უფროსი მზარეულის ან მზარეულის მითითებებისა და ზედამხედველობის ქვეშ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
- კულინარიის სფეროში სწავლისა და განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
- დავალებების ზუსტად და დროულად შესრულების უნარი;
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!