იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ უფროს მზარეულს.
თუ გიყვარს კულინარია, ხარისხიანი პროდუქტი, იტალიური სამზარეულო და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- კვებას
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დღის ცვლა - 08:00-16:00
საღამოს ცვლა - 15:30-23:30
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები
- შეფის არყოფნისას სამზარეულოს სრული პროცესის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
- დილის ან საღამოს სერვისის წარმართვა სამუშაო ცვლის შესაბამისად;
- ცხელი, ცივი და პიცის სექციების მართვა და სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;
- კერძების მომზადების დროის, ხარისხის, პორციებისა და პრეზენტაციის კონტროლი;
- მოსამზადებელი სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრა და სექციის მზადყოფნის უზრუნველყოფა;
- მზარეულის და დამხმარე მზარეულის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა საერთო ცვლის დროს;
- ცვლის შესაბამისად სამზარეულოს გახსნის ან დახურვის პროცედურების მართვა;
- პროდუქციის დეფიციტის, მოსამზადებელი სამუშაოებისა და საოპერაციო საკითხების შესახებ შეფის დროული ინფორმირება;
- დამწყები თანამშრომლების სწავლებისა და პროფესიული განვითარების პროცესში მხარდაჭერა;
- სამზარეულოს სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, იტალიური სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კერძების მომზადების ტექნოლოგიებისა და სამზარეულოს სტანდარტების ცოდნა;
- გუნდის მართვის და თანამშრომლების განვითარების უნარი;
- სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
- ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!