იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ შეფ-მზარეულს.
თუ გიყვარს კულინარია, ხარისხიანი პროდუქტი, იტალიური სამზარეულო და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კვებას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები
- სამზარეულოს გამართული, ორგანიზებული და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
- კერძების ხარისხის, გემოს, კონსისტენციის, ვიზუალური სტანდარტის და პორცირების კონტროლი;
- ყოველდღიური მოსამზადებელი სამუშაოების (Prep) დაგეგმვა და წარმოების პროცესის პრიორიტეტების განსაზღვრა;
- სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა და კოორდინაცია, დატვირთულ პერიოდში მათი მხარდაჭერა;
- სამზარეულოს გუნდის (BOH) მართვა და დატრენინგება;
- Senior Cook-ისა და სექციების მზარეულებისთვის პასუხისმგებლობების გადანაწილება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
- შეკვეთების, მარაგების და ნაშთების კონტროლი;
- სამზარეულოს ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვის უზრუნვეყოფა;
- სურსათის უვნებლობის, სისუფთავისა და სამზარეულოს შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- სამზარეულოს მუშაობის პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- შეფ-მზარრეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, იტალიური სამზარეულოს მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდის მართვის და თანამშრომლების განვითარების უნარი;
- ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!