იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ მცხობელს.
თუ გიყვარს კულინარია, განსაკუთრებით ცხობა, ხარისხიანი პროდუქტი, იტალიური სამზარეულო და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- კვებას
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი: დღის ცვლა - 06:30-14:30, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები
- საცხობი წარმოების დაწყება დილის 06:30 საათზე;
- პიცის, ფოკაჩას და სხვა სახის ცომის მომზადება;
- ცომის ფერმენტაციის, აფუებისა და ხარისხის კონტროლი;
- ფოკაჩას, pizza al taglio-ს ტიპის პიცის, პურის და სხვა ცომეული პროდუქციის გამოცხობა დღის სერვისისა და დახლზე განთავსებისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში, ტკბილი პროდუქციის გამოცხობა;
- მომდევნო დღის საცხობი წარმოების დაგეგმვა და საჭირო რაოდენობის ცომის მომზადება;
- ცომის წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის ხარისხის და ეფექტური სასაწყობე რაოდენობის კონტროლი; შეფისა და პიცაიოლოების ინფორმირება;
- საცხობი დანადგარების გამართულობის კონტროლი;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, იტალიური სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ცხობის ტექნოლოგიის და სტანდარტების ცოდნა;
- სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
- ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!