იტალიური კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ ბარისტას.
თუ გიყვარს კარგი ყავა, იტალიური კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- კვებას
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
- I ცვლა - 09:00-17:00
- II ცვლა - 16:00-00:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება, შეკვეთის სწორად დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის/სასმელის მიწოდება;
- მენიუში წარმოდგენილი სასმელების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვით;
- ყავის აპარატისა და საფქვავის შემოწმება და გამართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- დახლზე განთავსებული პროდუქციის მოწესრიგება, დროული შევსება და რეალიზაცია;
- პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების სრულყოფილად შესრულება;
- სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და სასიამოვნო გამოცდილების შეთავაზება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად;
- მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!