იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ კანდიდატებს სტიუარდის პოზიციაზე.
თუ გიყვარს იტალიური სამზარეულო და კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კვებას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
- I ცვლა - 09:00-17:00
- II ცვლა - 16:00-00:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები
- ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის რეცხვა;
- გარეცხილი ჭურჭლისა და ინვენტარის დროული მიწოდება შესაბამის სამუშაო სექციებში;
- სარეცხი ზონის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
- სარეცხი საშუალებებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მარაგების კონტროლი;
- სამუშაო და საწმენდი ინვენტარის მოწესრიგება და სწორად შენახვა;
- ნარჩენებისა და გადამუშავებადი მასალების სტანდარტების შესაბამისად მართვა;
- სამზარეულოს საერთო დასუფთავების პროცესში დახმარება;
- საღამოს ცვლაში სამზარეულოს დახურვისა და საბოლოო დასუფთავების პროცესში მონაწილეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!