იტალიურ კაფე-რესტორან “Bar Centrale”-ში ვეძებთ მზარეულს.
თუ გიყვარს კულინარია, ხარისხიანი პროდუქტი, იტალიური სამზარეულო და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- კვებას
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი: დღის ცვლა - 08:00-16:00, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები
- სამზარეულოს მომზადება რესტორნის გახსნამდე;
- დღის განმავლობაში საჭირო პროდუქციის წინასწარი მომზადებისა და სამუშაო პროცესისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადების უზრუნველყოფა (Mise en place);
- საუზმისა და ლანჩის კერძების შეკვეთების მომზადება სტანდარტების სრული დაცვით;
- დილის წარმოების პროცესის კოორდინაცია მცხობელთან;
- Commis/Flex მზარეულის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა საერთო ცვლის დროს;
- ვახშმის სერვისისთვის განსაზღვრული მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება;
- პროდუქციის მარაგების კონტროლი და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
- სამზარეულოს აღჭურვილობის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- ცვლის დასრულებისას საღამოს ცვლის გუნდისთვის სამუშაო პროცესისა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, იტალიური სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კერძების მომზადების ტექნოლოგიებისა და სამზარეულოს სტანდარტების ცოდნა;
- სისუფთავისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
- ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, შეავსე აპლიკაციის ფორმა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!